16:16 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 13:33:08, 1773 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე სენატორების წერილზე: რამდენიმე ფრაზა აბსოლუტურად კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი

„ზოგიერთი ფრაზა აბსოლუტურად კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და სხვა რამეზეა მიმართული“, - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორების კრიტიკულ წერილს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, წერილში აღნიშნულ თემებზე, უფრო დაზუსტებით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ჩვენი ვიზიტის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ბუნებაში არ არსებობს ის რამდენიმე ფაქტი, რომელიც სამწუხაროდ საფუძვლად დაედო კრიტიკას. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი არსად დამუქრებია ოპოზიციას, რომ მათ ციხეში გაუშვებს. ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რომელიც სხვა რამეზე იყო საერთოდ მიმართული.

უფრო დაზუსტებით ამ თემებზე, რაზეც იყო საუბარი გაირკვევა ჩვენი ვიზიტის შემდეგ, რომელიც დაგეგმილია უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვფიქტობთ და იმედი გვაქვს, რომ მათი პოზიცია, ვინც დღეს კრიტიკით გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დაემთხვევა სახელმწიფო დეპარტამენტის ცოტა ხნის წინანდელ პოზიციას, რომელიც იყო აბსოლუტურად პოზიტიური“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ კონგრესმენების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი ამერიკელმა სენატორებმა  გაუგზავნეს, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, კერძოდ, საარჩევნო რეფორმის უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი გზით ჩახშობის გამო, რაც მათი განმარტებით დემოკრატიული ინსტიტუტების უკუსვლაზე მიუთითებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics