|
2015-07-29 12:32:03, 759 ნახვა
ეკონომიკა
ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება
ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იწყება. ამის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის სასტუმრო “რედისონში“ გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“, „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიაში: შემავალი „ახალი მიტარბის“ წარმომადგენლებმა. მემორანდუმის მიხედვით, კოხტასა და მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტს საქართველოს მთავრობა 48 მილიონი ლარით დააფინანსებს, „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია“ კი 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს უძრავი ქონების ნაწილში, რაც ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია იქნება სამთო ტურიზმის აღორძინების კუთხით. ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი საქართველოში ახლადდანერგილი მოდელის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის პრინციპით განხორციელდება, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. თიბისი ჯგუფის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, ამ პროექტში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობას უპრეცედენტო მოვლენა უწოდა. „ეს არის ახალი სიტყვა ქართული ტურიზმის განვითარებაში. პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ მივიღებთ უმაღლესი სტანდარტის სამთო-სათხილამურო კურორტს, როგორიც მაგალითად ავსტრიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში გვინახავს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა შენობა-ნაგებობა აშენდება ძალიან მკაცრი გენერალური გეგმის მიხედვით, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალით და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ექნება დახვეწილი არქიტექტურა. ეს პროექტი მაგალითის მიმცემი იქნება სხვებისთვისაც, რომ ამ რეგიონში გაგრძელდეს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა. ეს კი, თვის მხრივ, უზრუნველყოფს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მცირე ბიზნესის წახალისებას,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მისივე თქმით, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების კომპანიის“ მოწვევით, პროექტის გენერალურ გეგმაზე იმუშავებს ცნობილი კანადური კომპანია, თავად პროექტი კი ქართულ კომპანია architects.ge ს ეკუთვნის. საბაგიროების მშენებლობას განახორციელებს სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია - „დოპელმაიერი“.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)