|
2015-07-29 11:41:46, 831 ნახვა
ეკონომიკა
ბორჯომში PSP-ს ახალი აფთიაქი გაიხსნა
ბორჯომში რუსთაველის 145-ში PSP-ს ახალი აფთიაქი გაიხსნა. აფთიაქი მომხმარებელს მედიკამენტებთან ერთად ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანსაც სთავაზობს. აფთიაქში ბავშვებისათვის სპეციალური კუთხეც გაკეთდა, სადაც პატარებისათვის საჭირო ყველა პროდუქტი ერთად არის განთავსებული. „PSP მუდმივად ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და ახალი აფთიაქის დაგეგმარების დროს მაქსიმალურად შევეცადეთ ყველაფერი ერთ სივრცეში მოგვექცია. რეგიონული განვითარება PSP-ს ერთ-ერთი სტრატეგიაა და გვინდოდა ბორჯომისა და ამ ქალაქის სტუმრებისათვის მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა. მოხარულები ვართ, რომ PSP-ს 4000 კაციან გუნდს კიდევ 10 ადგილობრივი ახალი თანამშრომელი შეემატა“, - აცხადებენ PSP-ში. ახალი აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით ყველა ვიზიტორს სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ. ცნობისთვის, PSP-ში ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ყველაზე დაბალი ფასების აქცია მოქმედებს და მომხმარებლებს საშუალება აქვთ სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ PSP-ს სრულ ასორტიმენტზე. გარდა ამისა, 3 აგვისტომდე და შემდეგ კი ყოველ შაბათ-კვირას მომხმარებელს საბავშვო პროდუქტებზე სპეციალური ფასები ელოდება.
(R)
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)