|
2020-01-28 15:41:50, 2004 ნახვა
კომენტარი
ანა დოლიძე ხელისუფლებზე - თუ უნდათ არჩევნების მოგება, ფსონი ახალ ცოცხზე უნდა დადონ
„თუ უნდათ, რომ არჩევნები მოიგონ, ახალ ცოცხზე უნდა გააკეთონ ფსოონი, რომელიც სულ სხვა რიტმში წაიყვანს პარტიას“, - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების თაობაზე. დოლიძის თქმით, ივანიშვილმა, შოთაძემ და ღარიბაშვილმა თანამდებობებზე საკუთარი მონაცემები ამოწურეს. „ბიძინა ივანიშვილი ერთხელ უკვე იყო პრემიერი, ისევე როგორ ღარიბაშვილი იყო პრემიერი,შოთაძე იყო პროკურორი.შეიძლება ითქვას,რომ მათ საკუთარი მონაცემები ამ თანამდებობაზე აჩვენეს,ანუ „ქართული ოცნების“ პერსპექტივიდან გამომდინარე თუ უნდათ, რომ არჩევნები მოიგონ ახალ ცოცხზე უნდა გააკეთონ ფსონი,რომელიც სულ სხვა რიტმში წაიყვანს პარტიას და არა იმ ნელთბილ ,საახალწლო რიტმში,რაშიც ახლა მთავრობა მუშაობს თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებას აქვს საოცარი საკადრო შიმშილი და უკვე მეორე წრეზე აბრუნებს კადრებს, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება იპოვოს ვინმე ქარიზმატული საქმის გამკეთებელი, თან კონპეტენტური და უერთგულესი კადრი, რომელიც სჭირდებათ ხოლმე, რომელიც ამ პარტიას გამარჯვებამდე მიიყვანს. “,- განაცხადა ანა დოლიძემ.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)