|
2020-01-28 12:01:43, 1019 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი - საყურადღებოა კონგრესმენების წერილები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კარგავს მხარდაჭერას
„ჩვენთვის საყურადღებოა ერთეული კონგრესმენების წერილები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კარგავს მხარაჭერას“, - ამის შესახებ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მთავრობის თითოეული ქმედება, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში ემსახურება დემოკატიული პროცესების განვითარებას. ჩვენთვის საყურადღებოა თუნდაც ერთეული კონგრესმენების წერილები, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ „ქართული ოცნება“, მმართველი ძალა კარგავს მხარდაჭერას, ვინაიდან ყველა ჩვენი ქმედება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ რეჟიმში, იქნება ეს საგარეო ურთიერთობების ნაწილში თუ შიდა პოლიტიკურ ნაწილში, ემსახურება პირველ რიგში დემოკრატიული პროცესებისა და იმ ურთიერთობების განვითარებას, რომელიც ჩვენ ჩვენ პარტნიორებთან გვაქვს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუქმნის თუ არა კონგრესმენების წერილები პრობლემას მმართველ გუნდს, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ გამორიცხავს ნებისმიერი სახის პრობლემას, ე.წ სანქციებსა და სადამსჯელო ღონისძიებებს. მისივე თქმით, ამაზე აპელირებს ოპოზიცია და ხელისუფლება გააგრძელებს თითოეული კონგრესმენისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას. „კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ ნებისმიერი სახის პრობლემებს, ე.წ სანქციებს ან რაიმე სახის დამსჯელ ღონისძიებებს, რომელზეც ოპოზიცია აპელირებს და ცდილობს, რომ ოპოზიციამ შექმნას ეს დღის წესრიგი. სინამდვილეში ეს არ არის და ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ კონგრესმენთან და წარმომადგენელთან რეალური ინფორმაციის მიწორდებას“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)