|
2015-07-29 10:50:01, 1211 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი უფლებამოსილების გაზრდაზე, არასამთავრობოების ინიციატივას იზიარებს
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დისკრიმანციულ ფაქტებთან დაკავშირებით, ომბუდსმენის უფლებების გაზრდის თაობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას იზიარებს. არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ დისკრიმინაციის შესახებ კანონის აღსრულების და საჭიროების შემთხვევაში, სახალხო დამცველს დაჯარიმების უფლება უნდა მიეცეს. „ჩვენც ვიზიარებთ და სწორედ ამიტომაც ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს, იმისათვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს დისკრიმინაციის გამოვლენის მექანიზმი. ეს პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ სასამართლოსადმი მიმართვამ არ უნდა აიძულოს მოქალაქე, რომ შეწყვიტოს სახალხო დამცველისადმი მიმართვა დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, ისევე როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებით,ანუ ვალდებულება უნდა ჰქონდეს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებს, მიაწოდონ ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით“ - განმარტა უჩა ნანუაშვილმა. ცნობისთვის, კოალიცია ”თანასწორობისთვის წარადგენს მონიტორინგის შედეგებს, თუ როგორ სრულდება ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)