|
2020-01-27 14:30:17, 4812 ნახვა
მსოფლიო
NBA - ჩვენი ოჯახი განადგურებულია ბრაიანტის ტრაგიკულად სიკვდილის გამო
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) აცხადებს, რომ მათი ოჯახი ლეგენდარული კობისა და მისი შვილის გარდაცვალების გამო განადგურებულია. ისინი უსამძიმრებენ ბრაიანტის ოჯახს, ლეიკერს, რომელშიც ის თამაშობდა და მთელ სპორტულ სამყაროს. „NBA-ის ოჯახი განადგურებულია კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ტრაგიკულად სიკვდილის გამო. 20 სეზონის განმავლობაში კობიმ გვაჩვენა, რას ნიშნავს, როდესაც შესანიშნავი ნიჭი შერწყმულია გამარჯვებისადმი აბსოლუტურ ერთგულებასთან . ჩვენი თამაშების ისტორიაში, კობი იყო ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, მისი მიღწევები ლეგენდარულია. მაგრამ ყველაზე მეტად ის დაამახსოვრდებათ იმის გამო, რომ მან შთააგონა უამრავი ადამიანი მსოფლიოში, აეღოთ კალათბურთის ბურთი და ეთამაშათ შესაძლებლობების ფარგლებში. ის ხედავდა საკუთარ მისიას იმაში, რომ გაეზიარებინა ის მომავალი მოთამაშე თაობებისთვის. ჩვენ ვუსამძიმრებთ მის მეუღლეს ვანესას და ოჯახს, „ლოს-ანჯელეს ლეიკერს“ და მთელ სპორტულ სამყაროს“, - წერს NBA-ის კომისარი ადამ სილვერი. ცნობისთვის, დღეს კალიფორნიაში, კატასტროფა განიცადა ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ვერტმფრენმა, რომლის შედაგაც თავად ბრაიანტი, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)