|
2020-01-24 11:06:51, 4008 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა
ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი, 830-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა. ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 10 ქალაქის იზოლაცია განახორციელა. ყველა მათგანი ჰაბეის პროვინციაში მდებარეობს. აღნიშნულ ქალაქებში 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქი ვუჰანი, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბლოკადაში მოაქცია. როგორც ცნობილია, შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა, მოსალოდნელია მეტროს დახურვაც. ჩინეთის ხელისულების გადაწყვეტილებით, საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლაც დროებით შეჩერდება. მთავრობა ტურისტებს ვუჰანში სტუმრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, ადგილობრივებს კი ურჩევს, არ დატოვონ ქალაქი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)