|
2015-07-28 16:07:02, 550 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოს არქივის ახალი შენობა ექნება
სამეგრელოს რეგიონში არქივს ახალი შენობა ექნება. ზუგდიდის ადგილობრივი არქივის გვერდით შენდება 4-სართულიანი შენობა, სადაც საარქივო დოკუმენტების საცავები განთავსდება. ამავე დროს, სრული რეაბილიტაცია უტარდება არქივის აქამდე არსებულ სამსართულიან შენობას, რომელიც ახალ ნაგებობას მე-2 და მე-3 სართულებზე არსებული ხიდებით დაუკავშირდება. საცავები, რომელთა საერთო ფართი 1112 კვ. მეტრი იქნება, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა, აღიჭურვება კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. სამეგრელოს რეგიონის რაიონების − ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის − არქივების დოკუმენტები, სულ 371 218 საქმე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. დოკუმენტების საცავებსა და სამუშაო ოთახებთან ერთად რეგიონული არქივის შენობაში მოეწყობა სამკითხველო და საგამოფენო სივრცე. მშენებლობა, რომელსაც ტენდერით შერჩეული ორგანიზაცია შპს „აგრომშენსერვისი“ აწარმოებს, 2015 წლის 2 თებერვალს დაიწყო და წლის ბოლოსთვის დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ორი რეგიონული არქივის თანამედროვე შენობა უკვე აქვს თელავსა და რუსთავში − კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული არქივები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)