|
2015-07-28 15:31:46, 517 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ექვსი ნავი და სამი პიკაპი შეემატა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას ექვსი ერთეული ნავი და სამი ერთეული პიკაპის ტიპის ავტომობილი შეემატა. ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი ტექნიკური საშუალებების პრეზენტაცია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიიღო. მინისტრმა, დეპარტამენტის ხემძღვანელ პირებთან ერთად თბილისის ზღვის ზედაპირზე ნავების ტექნიკური შესაძლებლობები შეამოწმა. გიგლა აგულაშვილმა ასევე, ავტომანქანების ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერა. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობაში ნავების სიმცირის გამო, ამ დრომდე წყლის ზედაპირის მონიტორინგი ბრაკონიერული ფაქტების გამოვლენის მიზნით სამაშველო სამსახურის აღჭურვილობის დახმარებით ხდებოდა. აღნიშნულის გამო ოპერატიულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა მცირდებოდა, რადგან პროცესი დროში იწელებოდა. ახლად შეძენილი ნავები დეპარტამენტს საშუალებას მისცემს პრევენციული ღონისძიებები გაატაროს და ოპერატიულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)