|
2015-07-28 13:31:37, 649 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი ეროვნულ ბანკზე: კანონი, რომელიც მივიღეთ, ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია
დღესდღეობით კანონი, რომელიც მივიღეთ, ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა შენიშვნა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან კანონპროექტთან დაკავშირებით გამოითქვა, გათვალისწინებული იქნა. "თქვენ ნახეთ, რომ თავიდან, როდესაც დაიწყო პროცესი, ნამდვილად იყო ხარვეზები პროცესში სხვადასხვა განცხადებების სახით, შემდეგში თვითონ სექტორის მოთხოვნა იყო, პროცესი შეგვენელებინა, გაგვევლო როგორც კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად. მთავრობამ მოუსმინა ამ რეკომენდაციებს, უკვე ხედავთ, რომ ორი თვეა მიმდინარეობს განხილვა, რომელმაც უკვე ეს პროცესი გადაიყვანა აბსოლუტურად კონსტრუქციულ კანონშემოქმედებით პროცესში. ძალიან ბევრი, პრაქტიკულად ყველა შენიშვნა, რომელიც გამოითქვა საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან, იქნა გათვალისწინებული. დღესდღეობით კანონი, რომელიც მივიღეთ, ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე განმარტებით, არსებობს ერთიანი მოდელი, როდესაც ეროვნულ, ცენტრალურ ბანკში არის კონსოლიდირებული საბანკო ზედამხედველობა, ასევე არსებობს განცალკევებული მოდელიც, რომელიც საქართველოში იქნება. "მე არ ვიზიარებ იმ სპეკულაციებს, რომელიც ფაქტობრივად ამ პროცესის შეჩერებას ისახავს მიზნად. მგონია, რომ დღეს ჩვენ უკვე ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ყველამ ერთად ვეცადოთ, თუ კიდევ რამე არის ადმინისტრაციული კუთხით, იგივე კადრების შერჩევის კუთხით გასათვალისწინებელი, მაქსიმალურად ერთად, კონსოლიდირებულად გავაკეთოთ ისე, რომ ეს ინსტიტუტი იყოს ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)