|
2020-01-20 10:44:15, 4061 ნახვა
მსოფლიო
ბერლინის კონფერენციაზე ლიბიისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვაზე შეთანხმდნენ
გერმანიის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ლიბიისთვის ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასა და იარაღის მიწოდების აკრძალვის შესახებ შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას „ deutsche welle “ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დოკუმენტს 16 სახელმწიფომ და ორგანიზაციამ მოაწერეს ხელი, მათ შორის იყო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერგეკლი. ანგელა მერკელის განცხადებით, გადადგმული ნაბიჯი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და კონტროლი უფრო უნდა გამკაცრდეს. „საკითხის გადაწყვეტის დროს ყველა მონაწილე კონსტრუქციულად მუშაობდა. ყველა შევთანხმდით, რომ იარაღის შეტანაზე დაწესებულ ემბარგოს ვცემთ პატივს და ამ საკითხის კონტროლი ბევრად მკაცრად უნდა განხორციელდეს, ვიდრე აქამდე“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)