|
2015-07-28 11:16:01, 668 ნახვა
საზოგადოება
მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივებმა საზღვართან სამხედრო სავალდებულო სამსახური, შესაძლოა, აღარ გაიარონ
მაღალ მთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა სამხედრო სავალდებულო სამსახური სასაზღვრო ჯარებში შესაძლოა, აღარ გაიარონ. ცვლილებას „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც შესაბამისობაში მოდის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის“ შესახებ კანონპროექტთან. მოქმედი კანონის თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში სამხედრო ვალდებულების მოხდის პრივილეგია ენიჭება აგრეთვე მაღალმთიანი რეგიონებიდან ბარში ჩასახლებულ მოსახლეობას. ცვლილების თანახმად, კი კანონიდან ეს ნორმაც იქნება ამოღებული. ცნობისთვის, პარლამენტში დარეგისტრირდა, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის“ შესახებ კანონპროექტი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტების ინიციატორია პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე. იმ შემთხვვევაში, თუ პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებას დაამტკიცებს, კანონპროექტი ძალაში 2016 წლის 1 იანვიდან შევა ძალაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)