|
2020-01-13 18:42:12, 1543 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა
„მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა“, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, სააკაშვილმა პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზის ცვლას. „მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა. პირდაპირ მიუთითა რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზის ცვლას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ამ პოლიტიკური ძალის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარ ფიგურას. კოორდინირებული მოქმედებებისა და შეჯერებული პოლიტიკის განმსაზღვრელს. ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „ქართული ოცნების“ სტრატეგია იქნება განუხრელი და აღიკვეთება ყოველგვარი არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ნიკა გვარამიას გადაცემაში ჩართვისას განაცხადა, რომ 20-21 ივნისის აქციიის დროს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა საფრთხის ქვეშ იყო. „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)