|
2020-01-12 20:33:27, 19103 ნახვა
ევროპის ამბები
ნაჯა ორაშვილი - მსროლელმა მთელი ქალაქის გავლით სახლიდან მოიტანა იარაღი და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა
ბასიანის დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი გამოეხმაურა კლუბის გარეთ მომხდა გუშინდელ ინციდენტს, რომლის შედეგადაც შსს-მ 39 წლის პირი დააკავა. ორაშვილი წერს, რომ კლუბიდან გაძევების შემდეგ, მოძალადემ სახლიდან მოიტანა იარაღი, რომლითაც კლუბის შესასვლელთან 15-ჯერ გაისროლა. "კლუბის ტერიტორიაზე არტისტის მოსაწვევით შემოსულმა და რამდენიმე წუთში კლუბის წესების დარღვევის გამო, ყოველგვარი კონფლიქტის, სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე გაძევებულმა პირმა, მთელი ქალაქის გავლით, სახლიდან მოიტანა 12 კალიბრიანი, ოფიციალურად გაფორმებული ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა. დაცვის წევრების სწრაფმა რეაგირებამ, რომლებმაც დროულად ჩაკეტეს კლუბის შემოსასვლელი რკინის კარი, თავდამსხმელისგან იხსნა სტუმრები. მაგრამ ჩვენი ოჯახის სამი წევრი მაინც დაშავდა. ორი მათგანი ფეხის, ერთი კი ზურგის არეში დაიჭრა, რომლებსაც დღეს დილით გაუკეთდათ ოპერაცია. მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისევ რჩებიან საავადმყოფოში. ვერაფერს დავწერ იმ სტრესულ და ტრავმატულ მდგომარეობაზე, რომელშიც კლუბის კარში მომუშავე ადამიანები და სტუმრები იმყოფებიან, რომლებმაც სიკვდილს ჩახედეს თვალებში. ოფიციალური ინფორმაციით თავდამსხმელი მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და უკვე დაკავებულია. უნდა აღინიშნოს, რომ 39 წლის მოძალადე წარსულშიც ნასამართლევია. მან 2010 წელს ნასვამ მდგომარეობაში არაერთი გასროლის შედეგად დააზიანა აფთიაქი, რომელშიც ფსიქოტროპული მედიკამენტების ყიდვაზე უთხრეს უარი. 9 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ამ ადამიანის სამიზნე ჩვენ აღმოვჩნდით. სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, როგორი მამაცი და უშიშარი გუნდი იცავს ბასიანს, რომლებიც წარმოუდგენელ სიყვარულსა და ერთგულებას ამტკიცებენ უკვე მერამდენე წელია და რამხელა რისკის ფასად უჯდება კლუბის ოჯახის თითოეულ წევრს ჩვენი უსაფრთხოება. ეს არის დიდი სიყვარულის საზღაური, რომელიც გვაძლევს ძალას, რომ ერთად ვიდგეთ, ვიყოთ სოლიდარულები და ვიბრძოლოთ ჩაგვრისა და ძალადობის წინააღმდეგ - თანასწორობისვთის. ჩვენი კარი მუდამ ღია იყო სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის, რადგან გვჯერა ცვლილებების. არაერთხელ გვინახავს ერთ ღამეში შეცვლილი ადამიანები - ეს იყო დაუღალავი შრომის შედეგი, გაგვეზიარებინა ის ხედვები, ცოდნა და ღირებულება, რისთვისაც ვიბრძვით და რის გამოც შეიქმნა ეს სივრცე. სწორედ ეს არის ბასიანი, ეს სივრცე ყველასია და ვერანაირი მსგავსი შემზარავი შემთხვევა ვერ შეგვაცვლევინებს იმ აზრს, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები არ გავრიყოთ. ჩვენ მუდამ ვიყავით, ვართ და დავრჩებით ღია და მიმღებლურ სივრცედ. და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, დღეს ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ისტორია არავისთვის იქნება შიშისმომგვრელი, არამედ გახდება კიდევ ერთი დასტური, რომ მსგავსი სივრცეები ყველაზე უსაფრთხო და თავისუფალი ადგილებია მთელს ქვეყანაში, რომელსაც დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. - წერას ნაჯა ორაშვილი.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)