|
2020-01-12 13:58:03, 5378 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა თეირანში აქციის მონაწილე სტუდენტებს სპარსულ ენაზე მიმართა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში გამართულ ანტისამთავრობო აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან მიმართა ირანელ ხალხს, როგორც ინგლისურ, ასევე სპარსულ ენებზე: "მამაც, ტანჯულ ირანელ ხალხს: ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისიდან თქვენს გვერდით ვდგავარ და ჩემი ადმინისტრაცია თქვენს მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენ თქვენს საპროტესტო აქციებს ახლოდან ვაკვირდებით და თქვენი გამბედაობით შთაგონებულები ვართ. ირანის მთავრობამ უნდა დაუშვას ადამიანის უფლებათა ჯგუფები რათა დააკვირდნენ და გადმოგვცენ ფაქტები ადგილზე მიმდინარე პროტესტიდან. მშვიდობიანი მომიტინგეების ხოცვა-ჟლეტა აღარ უნდა განმეორდეს, არც ინტერნეტის გათიშვა. მსოფლიო გიყურებთ." წერს დონალდ ტრამპი. აქცია Amir Kabir-ისა და Sharif-ის ასობით სტუდენტმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის საწინააღმდეგოდ გამართა. აქციის მონაწილეები თვითმფრინავის ჩამოგდებასა და ირანის მიერ ამ ინფორმაციის 4 დღის განმავლობაში დამალვას აპროტესტებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)