|
2020-01-11 12:31:36, 4983 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანისგან დამნაშავეების დასჯასა და ბოდიშის მოხდას ველოდებით
„ირანისგან ველით კომპენსაციას, გამოძიების ღიაობას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის მხრიდან თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ბრალის აღიარებას Facebook- ის პირად გვერდზე. ზელენსკის თქმით, ირანმა სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. „დღევანდელი დილა კარგი არ ყოფილა, თუმცა იყო სიმართლის მთქმელი. საერთაშორისო კომისიის სამუშაოს დასრულებამდე ირანმა ბრალი აღიარა. ირანისგან ველით კომპენსაციას, გამოძიების ღიაობას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას“, - წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)