|
2020-01-11 11:05:25, 4525 ნახვა
მსოფლიო
ჰასან რუჰანი - ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო
„ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. პრეზიდენტის თქმით, მისი ფიქრები და ლოცვა მგლოვიარე ოჯახებთანაა. ამასთან, ირანის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება და მასში გარეული პირები პასუხს აგებენ. „შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამწუხაროდ ადამიანური შეცდომიდან გამომდინარე, რაკეტის გაშვებამ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიება გრძელდება“,- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)