21:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-11 10:11:17, 4435 ნახვა

მსოფლიო
ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკრაინული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღიარებს, რომ თეირანის აეროპორტთან უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა ჩამოაგდეს, თუმცა მომხდარს „ადამიანურ შეცდომას“ უწოდებს.

სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება წინასწარ არ იყო განზრახული და მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირი პასუხს აგებს.

ცნობისთვის, მანამდე ირანის ხელისუფლება თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა.

შეგახსენებთ, „უკრაინის ავიახაზების“ ავიალაინერი 8 იანვარს, თეირანის აროპორტთან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 176-ვე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics