|
2020-01-10 18:52:19, 4240 ნახვა
მსოფლიო
New York Times - ჩვენს გადამოწმებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ხვდება რაკეტა უკრაინულ თვითმფრინავს
New York Times ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, როგორც გამოცემა ირწმუნება ასახულია კადრები, თუ როგორ ხვდება უკრაინულ თვითმფრინავს ირანული რაკეტა. გამოცემის ცნობით, ვიდეო გადაღებულია თეირანთან ახლოს, სადაც უკრაინულმა ავიალაინერმა ჩამოვარდნამდე სიგნალის მიწოდება შეწყვიტა. ვიდეოში ჩანს, რომ შეჯახების შემდეგ მოხდა მცირე აფეთქება, თუმცა თვითმფრინავი რამდენიმე წუთის განმავლობაში განაგრძობდა ფრენას. საერთაშორისო მედიამ დაუდასტურებელი ინფორმაცია გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ირანმა შეცდომით ჩამოაგდო უკრაინული თვითმფრინავი. შეგხსენებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავი აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)