|
2020-01-09 14:52:52, 2755 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე: დავის განხილვა მოხდება ჟენევის არბიტრაჟში, ასევე, იმ ქვეყნების სასამართლოებში, რომლებსაც ინვესტორები წარმოადგენენ
„ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ანაკლიის პროექტი შეჩერებულიყო“, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ხელშეკრულების შეწყვეტას. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, საკითხის განხილვა მოხდება როგორც ჟენევის არბიტრაჟში, ასევე იმ ქვეყნების სასამართლოებში, რომლებსაც ინვესტორები წარმოადგენენ. მისივე განმარტებით, სასამართლო დავების გამო, პორტის მშენებლობა ვერ დაიწყება, რადგან ასეთ პირობებში პროექტით არც ერთი ინვესტორი არ დაინტერესდება. „ჩვენ წინააღმდეგ შემოტევა დაიწყო 2018 წელს, როდესაც ანაკლიის პროექტი ვითარდებოდა დაუბრკოლებლად. პირველად დაიწყო ეს ბიძინა ივანიშვილმა მისი განცხადებებით ჩემსა და მამუკას წინააღმდეგ. შემდეგ განხორციელდა ეროვნული ბანკისა და პროკურატურის შემოტევით. ამ შემოტევამ რა თქმა უნდა გამოიწვია ზოგადად ინვესტორების დაფრთხობა. ასეთი ტიპის პროექტში, როდესაც ხედავენ, რომ სახელწიფო ებრძვის კონსორციუმის დამფუძნებლებს ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ეს იწვევს ინვესტორების პრაქტიკულად განდევნას ქვეყნიდან. მიუხედავად ამისა, 2019 წელს ჩვენ შევძელით მოგვეზიდა ინვესტორები, რომლებიც დარწმუნებული არიან ჩვენს შესაძლებლობებში და ანაკლიის პროექტის განხორციელების აუცილებლობაში. მაგრამ, ამას უკვე წინ დაუდგა სრულიად არაკონსტრუქციული პოზიცია მთავრობის მხრიდან. მეტსაც გეტყვით, არამხოლოდ არაკონსტრუქციული პოზიცია, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ განდევნილი იქნა ინვესტორი, ამის მოწმეებიც არსებობენ. ყველაფერი ეს ემსახურებოდა იმას, რომ ერთ შვენიერ დღეს, იმ მოტივით, რომ თითქოს ვერ ასრულებს კონსორციუმი ვალდებულებას, მომხდარიყო ხელშეკრულების შეწყვეტა. საბედნიეროდ, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხების განსხილველი ადგილი არის ჟენევის არბიტრაჟი. ასევე, იმ ქვეყნების სასამართლოები, რომლებსაც წარმოადგენენ ინვესტორები. სამწუხაროდ, ვეჯახებით იმ რეალობას, რომ ეს გადაიზრდება დავაში რამდენიმე ქვეყნის სასამართლოში. იქ ჩვენ მივიღებთ ობიექტურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს აჩერებს პროექტის განვითარებას. უკვე გამორიცხულია, რომ უახლოეს პერიოდში ამ პროექტით ინვესტორი დაინტერესდეს, რადგან ასეთი სადავო პროექტით არავინ ინტერესდება. ეს იყო ივანიშვილის ამოცანა. ანუ ყველა მხრიდან შემოტევა, რაც ჰქონდა განზრახული ივანიშვილს, დაასრულეს. თქვენ თვითონ ხედავთ, ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. კითხვაზე, თუ რა იქნება მისი და მამუკა ხაზარაძის შემდეგი ნაბიჯი, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით იურისტებთან კონსულტაციებს გაივლიან.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)