|
2020-01-07 16:53:23, 2777 ნახვა
კომენტარი
პროკურორი - ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე ძალიან მალე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით
„გამოძიების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, საქმეზე ჩატარდა 60-მდე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, რომელიც შეეხებოდა უშუალოდ ფაქტის გახსნის მცდელობას და არანაირ დაფარვას ან დამალვას, რაიმე ფაქტის უგულვებელყოფას საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უშუალოდ საქმეში მონაწილე მეორე პირთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და პროკურატურა, როგორც დაზარალებულის ოჯახს, ისე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. „ყველა პირის მოქმედება დეტალურად იქნება შესწავლილი და ძალიან მალე დაზარალებული ოჯახი საგამოძიებო ორგანოდან მიიღებს პასუხს კონკრეტულად ამ საქმესთან მიმართებაში. გარდაცვლილის ძმა, გუშინ ვცანით დაზარალებულად. კონკრეტულად წარდგენილ ბრალდებაში რაზეც ჩვენ ბრალდებულს ბრალი წარვუდგინეთ, სწორედ მასზე განხორციელებული ცემა და ძალადობაც იქნა გათვალისწინებული და ამ კუთხითაც ბრალდება დამძიმდა ბრალდებულის მიმართ. რაც შეეხება მეორე პირს, რა თქმა უნდა გამოძიება შეაფასებს და სრულყოფილი გამოძიება ამ პირთან მიმართებაში ჩატარდება ძალიან მალე. გამოძიება აქტიურ ფაზაშია, ამიტომ დაელოდეთ ჩვენგან შესაბამის განმარტებებს ძალიან მალე“, - განაცხადა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)