|
2020-01-07 15:38:57, 2518 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ მანდარია: გუდაურში შედეგები მიღწეულია, ბაკურიანის რამდენიმე სასტუმროს წყალმომარაგება უახლოეს პერიოდში აღუდგება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელის, გრიგოლ მანდარიას განცხადებით, გუდაურში შედeეგები მიღწეულია. რაც შეეხება ბაკურიანს, მისი თქმით, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, რომ იმ ადგილებში, სადაც იყო წყლის მიწოდების პრობლემა, უახლოეს პერიოდში წყალმომარაგება სულად აღუდგეს. „კომპანია რამდენიმე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, ამ დღეებში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხრელად. გუდაურში წყალმომარაბების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის 24 საათიანი მუშაობის შედეგად, გაზრდილია წყლის დებიტი და შედეგად, ,,რედკოს დასახლება-ში“ წყალმომარაგება აღდგენილია. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ალტერნატიული ქსელის მოწყობა, რომ თავიდან ავიცილოთ მზგავსი ტიპის გართულებები“, - განაცხადა გრიგოლ მანდარიამ. მანვე აღნიშნა, რომ გუდაურსა და ბაკურიანში კრიზისი ამ ეტაპზე გადალახულია და ეს კრიზისი იმ მენეჯმენტის პირობებში მოგვარდა, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას დღევანდელ დღემდე ჰყავდა. ,,დღეს, უბრალოდ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ წყალმომარაგების კომპანია. არსებული პრობლემა გამოწვეულია მშრალი კლიმატური პირობებით, რამაც გავლენა იქონია დებიტის შემცირებაზე. გამომდინარე აქიდან, შეიქმნა მოულოდნელი სიტუაცია და ვერანაირი კონპანია ან თუნდაც ხელმძღვანელი წინასწარ ვერ გათვლიდა ამ შედეგს. ჩვენ ვაპირებთ, როგორც გუდაურში ასევე ბაკურიანში დეველოპერებთან მუდმივ კომუნიკაციას, იმისთვის რომ დავეხმაროთ და ერთობლივად განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები საკურორტო ზონებში“, -აცხადებს წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)