|
2020-01-07 11:48:39, 2265 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი მეუფე პეტრეზე: რომ გამოდის და ცოტა ზედმეტებს ლაპარაკობს, პასუხს ვაგებინებ
ბოდბის მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, მეუფე პეტრე „ზედმეტს“ ლაპარაკობს და ამისთვის „პასუხს აგებინებს“. „პეტრე რომ გამოდის და ცოტა ზედმეტებს ლაპარაკობს, ალბათ მოუწევს მაგაზე პასუხისგება. ალბათ კი არა, მოუწოვეს, პასუხს ვაგებინებ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას მეუფე პეტრე ცაავას მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მან სალომე ზურაბიშვილს „მართმადიანი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ეს არის ურცხვი პატრიარქის ზეწოლის, ბრძანებისა და პრეზიდენტისგანთანხმობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)