|
2015-07-27 10:40:01, 802 ნახვა
საზოგადოება
ჩარგალში ვაჟაობა გაიმართა
დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში ვაჟა–ფშაველას სახლ–მუზეუმში, სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ გაიმართა, რომელიც პოეტის გარდაცვალების 100 წლის თავს მიეძღვნა. ვაჟაობა ლუდსახარში „ზედაზენის“ მხარდაჭერით გაიმართა. მწერლის სახლ-მუზეუმთან ეროვნული სამოსის, ხელნაკეთი ნივთებისა და წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სცენაზე კი ერთმანეთს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ფოლკლორული ანსამბლები ენაცვლებოდნენ. მოეწყო ტრადიციული სადღესასწაულო დოღი - „ვაჟაობის მხედარი’’, ჩატარდა “ლუდის კოდის” დალოცვის ძველებური, საჩვენებელი რიტუალი. ღონისძიება დასრულდა საღამოს გალა კონცერტით- “რჩეული ბრენდები ვაჟასთვის”, სადაც ცნობილმა ბენდებმა: ჯგუფი ,,33ა’’, ჯგუფი ,,ხიდი’’, ჯგუფი ,,ბანი’’, შეასრულეს ვაჟას ნაწარმოებებზე შექმნილი კომპოზიციები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წელს ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა - სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარგალში, ვაჟაობის დღესასწაულზე განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)