|
2015-07-27 10:38:51, 3879 ნახვა
რეგიონი
დარჩელში საწარმოო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამა - „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ გააცნეს. გამგეობის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში საწარმოო ინფრასტრუქტურა, რომელიც თხილის საშრობ მანქანა-დანადგარებსა და სასაწყობე ფართს მოიცავს, დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყობა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ხუთწლიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა. საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ, დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში, კოოპერატივს შესაძლებლობა ეძლევა მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემა. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოოპერატივში 500-ზე მეტი მეპაიე იქნება გაერთიანებული. „აგვისტოში აღნიშნული ინფრასტრუქტურა უკვე ექსპლუატაციაში იქნება გაშვებული. ეს იქნება საქართველოში ყველაზე დიდი კოოპერატივი - ერთი სოფელი ერთი კოოპერატივის პრინციპით. მოგეხსენებათ, მეთხილეობა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ ბევრი გეგმა გვაქვს, მათ შორის ეს არის დაფინანსების ნაწილში ხელშეწყობა, რათა მაქსიმალურად ხელი შეეწყოს დარგის განვითარებას. უმნიშვნელოვანესია ადგილობრივების დასაქმება. საწარმოს ლოკაცია შეგნებულადაა შერჩეული - სამეგრელოს რეგიონი კონფლიქტურ ზონასთან ძალიან ახლოსაა და, შესაბამისად, პოლიტიკურადაც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. მისივე თქმით თხილის ექპორტმა ბევრად გადააჭარბა ღვინის ექსპორტს. პროექტი ხელს შეუწყობს თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნას, თხილის თვითღირებულების შემცირებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. სახელმწიფო პროგრამა - „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივნისიდან დაიწყო. პროგრამას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ ახორციელებს.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)