|
2020-01-06 13:04:12, 1255 ნახვა
კომენტარი
გიორგი მამალაძის მამა: საპატრიარქო და მთავრობა ერთნაირად მოქმედებს - იციან, რომ დეკანოზს ინფორმაცია აქვს და ეშინიათ
„მე ეჭვი მეპარება, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პატრიარქთან იყოს შეთანხმებული“,- ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მამამ, ავთანდილ მამალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დეკანოზის გათავისუფლება ხელისუფლებას და საპატრიარქოს არ აწყობს, რადგან იციან, რომ გიორგი მამალაძეს გარკვეული ინფორმაცია აქვს და მისი ეშინიათ. „მე ეჭვი მეპარება, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პატრიარქთან იყოს შეთანხმებული პირადად. პატრიარქთან არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ეს შეთანხმებული. ეს არასწორია, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ არის, თუმცა სად ჰყავს საქართველოს პრეზიდენტი. არ უნდათ, რომ გამოაშკარავდეს ის, რა უბედურებაც ხდება სპატრიარქოსა და მთავრობაში, ალბათ იციან, რომ დეკანოზს აქვს ინფორმაცია და ეშინიათ. პრეზიდენტს აქვს პოლიტიკური ზეწოლა, დეკანოზის გათავისუფლება არ აწყობთ საპატრიარქოში მოკალათებულ დაჯგუფებას და მთავრობას, ერთნაირად მოქმედებენ ორივე“,- განაცხადა ავთანდილ მამალაძე. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)