|
2020-01-05 12:05:16, 3173 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - აშშ-მა მიზანში ამოიღო ირანისთვის მნიშვნელოვანი 52 ობიექტი, რომელიც სწრაფად განადგურდება
ირანის მხრიდან ნებისმიერი შეტევის შემთხვევაში აშშ-მა მიზანში ამოიღო ირანისთვის მნიშვნელოვანი 52 ობიექტი, რომელიც სწრაფად განადგურდება. -ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა. “ირანი ძალიან თამამად აცხადებს: იმის გამო, რომ მათი ტერორისტი ლიდერი სამყაროს ჩამოვაშორეთ, ისინი აშშ-ის გარკვეულ ობიექტებს უმიზნებენ. დაე, ეს ჩაითვალოს მუქარად: იმ შემთხვევაში, თუ ირანი ამერიკელებს ან ამერიკულ ობიექტებს დაესხმება თავს, ჩვენი სამიზნე 52 ირანული ადგილია და ამ სამიზნეებსა და თავად ირანს ძალიან სწრაფად და ძლიერად დავარტყამთ" -წერს დონალდ ტრამპი. ამავდროულად ტრამპი ამბობს, რომ ირანის ოფიციალური პირები არ საუბრობენ ყასემ სოლეიმანის მსხვერპლებზე, მათ შორის ასობით ირანელ დემონსტრანტზე. შეგახსენებთ, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს, მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ყუდსის ძალების" ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)