|
2019-12-31 11:28:50, 4269 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალიაში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა - მოსახლეობა თავის დასაცავად წყალში შევიდა
„ტყის ხანძარმა, ავსტრალიის ქალაქ მალაკუტას მიაღწია და ათასობით ადამიანი თავის გადასარჩენად წყალში შედვიდა", - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ცეცხლმა ვიქტორიას შტატის ქალაქ მალაკუტას მიაღწია, რის გამოც ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელთა შორის უმეტესობა ტურისტია, სანაპიროზე გასვლა გადაწყვიტეს. ამასთან, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ქალაქ კორბარგოში მაშველებმა 2 კაცის ცხედარი იპოვეს, კიდევ 5 ადამიანი უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება. ხანძრის შედეგად დაიწვა მილიონობით ჰექტარი მიწა და ათასზდე მეტი სახლი განადგურდა. სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებენ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, ვინაიდან ევაკუაცია დაგვიანებული და სახიფათოა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)