|
2019-12-30 15:19:15, 4052 ნახვა
რეგიონი
რეგიონებში გაზის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო ტარიფები შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ აბონენტებისთვის უცვლელი დარჩა. შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56. 928 თეთრ/მ3-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 56.929 თეთრ/მ3-ს). სს „საქორგგაზის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი, დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56.990 თეთრ/მ3-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 56.999 თეთრ/მ3-ს). ახალი სამომხმარებლო ტარიფები ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვარს და იმოქმედებს 2020 წლის 1 ივლისამდე. ახალი კანონმდებლობის საფუძველზე დროებითი ტარიფის დადგენა განპირობებულია იმით, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზსა“ და სს „საქორგგაზს“ შორის, მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების განაწილების ტარიფში ასახვის პირობებთან დაკავშირებით. მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, კომისია იმსჯელებს კომპანიებისთვის გრძელვადიანი ტარიფების დადგენაზე. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული მექანიზმების გათვალისწინებით, გრძელვადიანი საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის შენარჩუნება არსებული განაკვეთის ოდენობით შესაძლებელი იქნება ე.წ. „სოციალური გაზის“ შესასყიდი ფასის შემცირებით. 30 დეკემბრის სხდომაზე კომისიის მიერ დადგინდა რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფები გრძელვადიან პერიოდზე, 2020-2022 წლებისთვის. კერძოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ მიწოდების ტარიფი შეადგენს 25.013 თეთრი/მ3-ს, ხოლო სს „საქორგგაზისთვის“ – 25.007 თეთრი/მ3-ს. ორივე კომპანიის შემთხვევაში 2020-2022 წლების პერიოდზე განისაზღვრა ტრანსპორტირების ტარიფი 1.895 თეთრი/მ3-ის ოდენობით. რაც შეეხება განაწილების საქმიანობის ტარიფს, რომელიც ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვარს და იმოქმედებს 2022 წლის 1 ივლისის ჩათვლით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ განისაზღვრა 21.336 თეთრი/მ3-ის ოდენობით, ხოლო სს „საქორგაზისთვის“ - 21.395 თეთრი/მ3-ის ოდენობით.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)