20:09 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 10:41:54, 3342 ნახვა

კომენტარი
გახარია - 2020 წელს უნდა გავაგრძელოთ საგამოძიებო სისტემის დაწყებული რეფორმა, რათა მოხდეს გამოძიების ხარისხის გაზრდა

„უაღრესად მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სამართალდამცავი სისტემის შემდგომი რეფორმირება; სისტემაში დაწყებული რეფორმები ადამიანის უფლებების დაცვის და გამოძიების ხარისხის გაძლიერების მიმართულებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის დემოკრატიზაციის, ასევე კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არანაირი ფასი არ ექნება კრიმინალის დამარცხებას, თუ არ გაგრძელდა ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა.

„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ 2020 წელს უნდა გავაგრძელოთ საგამოძიებო სისტემის დაწყებული რეფორმა, რათა მოხდეს გამოძიების ხარისხის გაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის საგამოძიებო კომპონენტების გამიჯვნის თვალსაზრისით. ამასთან, 2020 წლისთვის გააქტიურდება ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს და სამდივნოს მუშაობა, რამეთუ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება პრიორიტეტი 2020 წელსაც, ისევე, როგორც გასული წლების განმავლობაში", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics