01:21 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-26 10:38:22, 459 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმებისა და თანამედროვე ტენდეციების საკითხებზე სწავლება გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დაზარალებულთა სახელმწიფო ფონდის თანამშრომლებს, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის  სამართლებრივი მექანიზმები  და თანამედროვე ტენდეციების საკითხებზე სწავლება ჩაუტარდათ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სწავლების მიზანს წარმოადგენდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო ვალდებულებების შესახებ, ტრეფიკინგის დანაშაულის თანამედროვე ტენდენციებისა და არალეგალურ მიგრაციასთან შესაძლო კავშირებზე სიღრმისეული ცოდნის მიღება.

სწავლება მხარდაჭერილია შსს-ს აკადემიისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის მიერ, ევროპის სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტიუტის პროექტის ფარგლებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics