20:58 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 15:39:14, 1741 ნახვა

კომენტარი
ცოტნე ზურაბიანი: აშშ მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს

,,შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს“ – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის გარანტი იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორი მომავალშიც გააგრძელებს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას, რაც მოუტანს მეტ მშვიდობას და კეთილდღეობას საქართველოს მოსახლეობას.

,,არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა  საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას და მიღწეულ პროგრესს სასამართლოში. ანალოგიური პოზიცია, რამდენიმე  დღის წინ დააფიქსირა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ მკაფიო და თვალსაჩინო პროგრესს, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემაში გვაქვს და სრულიად მკაფიოდ აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლაა. ცხადია, რომ საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობა არის უმაღლეს ნიშნულზე და რა თქმა უნდა, ამას ოპონენტების  ფეიკნიუსები და მავნებლური ქმედებები ვერაფერს დააკლებს”, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ცოტნე ზურაბიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics