22:22 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 15:44:46, 1672 ნახვა

კომენტარი
კარლო კოპალიანი: „ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ ორმხრივად იმოქმედოს

„„ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ასეთ შემთხვევებში ორმხრივად იმოქმედოს“,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კარლო კოპალიანი „ფეისბუქის“ მიერ, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდის, ჯგუფების და ყალბი ანგარიშების წაშლის ფაქტს.

უმრავლესობის წევრი ეჭვობს, რომ  „ფეისბუქს“ ეს  ინფორმაცია ოპოზიციამ მიაწოდა, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ საბრძოლველად სჭირდებოდათ.

„თუ მსგავსი რამ იყო, ვეთანხმები, რომ უნდა გაუქმდეს, მაგრამ ეს გაუქმება უნდა მოხდეს ორმხრივად. როდესაც პროდასავლურობაზე გაქვს პრეტენზია და უზარმაზარ ოპოზიციურ გაერთიანებას ქმნი, მაგ გაერთიანების წევრები მოსკოვში არ უნდა დარბოდნენ. აი, სად არის პროდასავლურობის ღალატი და ვინ არიან პრორუსები, აღარ ვლაპარაკობ მათ თავმჯდომარეზე პოლკოვნიკ ვაშაძეზე. ამიტომ „ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ეს აქედან მიწოდებული ინფორმაცია იყო და ეს ერთ-ერთი ხერხია „ქართულ ოცნებასთან“ საბრძოლველად, მაგრამ ეს არ გამოუვათ“,- განაცხადა კოპალიანმა.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს,  Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფები და ყალბი ანგარიშები წაშალა, რომლებიც  პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics