|
2019-12-23 12:39:53, 1748 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: ოპოზიციის მხრიდან „ტროლების“ მსხვერპლი მეც ვყოფილვარ
„მეც ვყოფილვარ ოპოზიციის მხრიდან „ფეისბუქზე“ ამგვარი ტროლების მსხვერპლი“, - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" მიერ ანგარიშებისა და გვერდების წაშლას. მისი თქმით, სოციალურ ქსელს შესაძლოა ყველა ინდივიდი, ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია საზოგადოებისთვის საკუთარი არგუმენტების გასაცნობად იყენებდეს. „იმ უსაზღვრო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც საქართველოშია და ეს არის ძალიან მისასალმებელი და კარგი, სოციალურ ქსელს ყველა ინდივიდი ან რომელიმე ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია შეიძლება იყენებდეს იმისთვის, რომ საკუთარი არგუმენტები გააცნოს საზოგადოებას. მაგალითად მე, ვყოფილვარ ოპოზიციის მხრიდან „ფეისბუქზე“ ამგვარი ტროლების მსხვერპლი. კარგია რომ facebook-ი ამაზე მუშაობს და ალბათ მომავალშიც დასჭირდება არა მხოლოდ საქართველოში, როგორც ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სხვა ქვეყნებშიც ამგვარი ანგარიშები. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ მთავარი ტროლები ქუჩაში არიან და ცდილობენ თქვენ, საზოგადოებას ბოკერიები, სხვები და მათი ბელადი, რომელიც საზღვარგარეთ არის ტყუილი მოგყიდონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ჟურნალისტების შეკითხვას, იცოდა თუ არა, რომ ტროლები მისივე პარტიას ემსახურებოდნენ მინისტრი პასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. შეგახსენებთ, რომ Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფები და ყალბი ანგარიშები წაშალა, რომლებიც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)