|
2019-12-20 16:46:21, 3324 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი: ჩვენი ჯარისკაცები სამხედრო ნაწილებში თანამედროვე პირობებში ცხოვრებას იმსახურებენ
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ 100 დღის ანგარიშზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და შესაბამის მყისიერ რეაგირებაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 100 დღის განმავლობაში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და საფუძველი ჩაუყარა ახალ ხედვას, ახალ პოლიტიკას, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო პირობებს. „ამ მიზნით ჩვენ ძირეული და კომპლექსური მიდგომა ჩამოვაყალიბებთ. 2019 წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თითქმის 4-ჯერ მეტს - 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ, რაც გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ჩვენი ჯარის ინფრასტრუქტურას. ჩვენი ჯარისკაცები სამხედრო ნაწილებში თანამედროვე პირობებში იმსახურებენ ცხოვრებას. 2020 წელს მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმის და სასადილოს, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია. ჩვენ ვიზრუნებთ ჯარისკაცებისთვის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რაც მათთვის ვარჯიშსა და დასვენების ახალ შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ანგარიშის წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამხედრო ბაზების ფუნქციონირებისათვის ძალზე მნიშვნელოვან - შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხზე. „წლების განმავლობაში ეს მოუგვარებელი პრობლემა იყო და გამოწვევად რჩებოდა. მნიშვნელოვანი იყო ნატოს და ევროკავშირის სტანდარტის შემოღება. ამიტომ, სამინისტროში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)