|
2019-12-18 11:38:19, 1522 ნახვა
ეკონომიკა
ამერიკელმა ექსპერტმა ქართველ მეღვინეებს აშშ-ს ბაზარზე ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები გააცნო
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „მარქ ენერჯის" ხელმძღვანელი ჯული პეტერსონი ქართული ღვინის 60-მდე კომპანიის წარმომადგენელს ღვინის ეროვნულ სააგენტოში შეხვდა და ამერიკის ღვინის ბაზრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მან მწარმოებლებს ის ძირითადი საკითხები გააცნო, რომლებიც აშშ-ს ბაზარზე დასამკვიდრებლად გრძელვადიანი და მდგრადი გეგმის შესამუშავებლადაა საჭირო. „დღევანდელი პრეზენტაცია ემსახურებოდა ქართველი ღვინის მწარმოებლების დახმარებას აშშ-ს ბაზარზე დასამკვიდრებლად ინდივიდუალური სტრატეგიების შემუშავებაში. აშშ-ს ღვინის ბაზარი მსოფლიოში უდიდესია და ყველაზე დიდი კონკურენცია ამ ბაზარზეა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ქართული ღვინის ექსპორტის ყოველწლიური 50%-იანი ზრდა აშშ-ს ბაზარზე. 20%-იანი ზრდა უკვე ითვლება ძალიან სწრაფ პროგრესად, აქედან გამომდინარე, 50 პროცენტი ძლიან კარგი მაჩვენებელია. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამგვარი განვითარება მომდევნო 5 წლის განმავლობაშიც. ახალი მწარმოებლებისთვის აშშ-ს ბაზარზე დასამკვიდრებლად ახლა შესანიშნავი დროა," - აღნიშნა „მარქ ენერჯის" ხელმძღვანელმა. როგორც შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად და 2020 წელს ამ ქვეყანაში ღვინის ეროვნული სააგენტო უფრო გააქტიურდება, როგორც აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენის, ისე ამერიკელი იმპორტიორებისა და ღვინის ექსპერტების საქართველოში ვიზიტების განხორციელების მიმართულებით. აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ პოტენციურად მზარდ და მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს, სადაც ბოლო წლებში განხორციელებულმა მარკეტინგულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 660 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 48%-ია.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)