20:17 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 10:14:45, 6478 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე დადგება - ბრალი ორი მუხლით ჩამოყალიბებულია

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ორ მუხლს თითქმის ორი დღე განიხილავდა. ინტენსიური დებატების შემდეგ, პალატამ დღეს ორივე მუხლი დაამტკიცა. ესენია: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პირადი პოლიტიკური მოგების მიზნით და კონგრესის იმპიჩმენტის გამოძიებისთვის ხელის შეშლა (ობსტრუქცია).

პრეზიდენტის მიმართ არსებული ბრალდებების და იმპჩმენტის მუხლების განხილვის შემდეგ, ამას უკვე სრული პალატის კენჭისყრა მოჰყვება.

კომიტეტის შეხვედრა პროცედურული საკითხია იმისთვის, რომ პალატის სრული შემადგენლობის წინაშე იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე დააყენონ.

ამ პროცესის პარალელურად, ტრამპი დემოკრატ კანონმდებლებს კიდევ ერთხელ დაესხა თავს "ტვიტერით" და თქვა, რომ ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელ მედია-საშუალებებთან ერთად ისინი ცდილობენ რესპუბლიკური პარტიის ცხოვრება იმდენად რთული გახადონ, რამდენადაც შეუძლიათ.

დონალდ ტრამპი, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, შესაძლოა ისტორიაში მესამე ამერიკელი ლიდერი გახდეს, რომლის იმპიჩმენტიც მოხდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics