|
2015-07-24 13:52:42, 859 ნახვა
ეკონომიკა
სპორტის დარგში ქონების გადასახადის განაკვეთი ათასჯერ მცირდება
სპორტის დარგში ქონების გადასახადის არსებული განაკვეთი ათასჯერ მცირდება. ცვლილება „ქალაქ თბლისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ დადგენილებაში შევიდა. ცვლილების მიხედვით, სპორტის დარგში ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი 1%-ის ნაცვლად, 0.001% იქნება. აღნიშნული განაკვეთი ძალაში უკვე შევიდა და 2017 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საგადასახადო შეღავათი სახელმწიფო ან კერძო სპორტული ორგანიზაციის ბალანსზე აღრიცხულ ქონებას, კერძოდ, სპორტულ დარბაზებს, საფეხბურთო სტადიონებს, საცურაო აუზებსა და სხვა სპორტულ ობიექტებს შეეხება. მერიაში აცხადებენ, რომ გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის დადგენის მოთხოვნით, ადგილობრივ თვითმმართველობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სპორტული ფედერაციების, საფეხბურთო კლუბების, სხვა სახელმწიფო და კერძო სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართეს. მათივე ცნობით, აქამდე არსებული განაკვეთით სახელმწიფო და კერძო სპორტულ ორგანიზაციებს ქონების გადასახადის ნაწილში დიდი საგადასახადო ვალდებულებები უგროვდებოდათ, რისი დაფარვაც სპორტის დარგში საქმიანობიდან თითქმის შეუძლებელია. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ცვლილება სპორტის განვითარების ხელშეწყობისკენ არის მიმართული. „შესაბამისი საგადასახადო შეღავეთებით შეუძლიათ ისარგებლომ სპორტულმა დაწესებულებებმა. ხშირ შემთხვევაში უხვშემოსავლიანი არ არის სპორტის ობიექტები, აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა სპორტული მომავალი თობაზე ავღზარდოთ, ამას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა ნარმანიამ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული შეღავათის შედეგად თანხები დაიზოგება და რამდენიმე მილიონის რეინვესტირება მოხდება. „ეს არის პირველი ნაბიჯი და დარწმუნებული ვარ, ნაბიჯები კიდევ გადაიდგმება. მთავრობასთან ერთად, ასევე ვინც არის დაინტერესებული მხარე, ჩვენ ყველა შევძლებთ, რომ სპორტში ინვესტიციები ჩაიდოს და მეტი ხელშეწყობა იყოს, რათა სპორტში მოვიდეს მეტი კერძო ბიზნესი“, - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)