11:34 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 12:21:31, 405 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლო სისტემის რეფორმა და ადამიანის უფლებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ახალი ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა საქართველოს მთავრობისა და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპის საბჭოს აქტიური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„საქართველო მზად არის, განაგრძოს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული მიღწევების გამყარების პროცესში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე საუბარი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს და კონფლიქტისპირა რეგიონებში არსებულ მდგომარეობას შეეხო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics