|
2019-12-14 15:57:27, 2104 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე: ამის არც სურვილი გვაქვს და არც ინტერესი
„არც ინტერესი და არც სურვილი იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდეს, არ არსებობს“, - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დასანანია, რომ კონსტიტუციური თანამდებობის პირი მსგავსი შინაარსის განცხადებას მტკიცებულებების გარეშე აკეთებს. „არც ინტერესი და არც სურვილი იმის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდეს, არ არსებობს. ჩვენს მხარდამჭერებში ძალიან დიდი მოტივაცია და ენთუზიაზმი არსებობს, რომ ღონისძიებას შეუერთდნენ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც მიჩვეული ვართ. როდესაც არც ერთი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს და ასეთი განცხადება კეთდება, ძალიან დასანანია. უფრო მეტად დასანანია, როდესაც ამას კონსტიტუციური თანამდებობის პირი აკეთებს“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც მმართველი გუნდის მიერ დღეს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რეგიონებში მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. ომბუდსმენმა ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს და სამსახურების ხელმძღვანელებს თანამშრომელთა იძულების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე, საგამოძიებო ორგანოებს მიმართა, განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები და გამოავლინონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)