|
2015-07-24 09:47:49, 542 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის არსებული სერვისები გაუმჯობესდება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სოლიდარობის ფონდი, ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებაზე მუშაობას იწყებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, ხორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რათა ეტაპობრივად, სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება საქართველოშივე გახდეს შესაძლებელი, მათ შორის მაღალტექნოლოგიური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სერვისები. საერთაშორისო მისიამ ბავშვთა ონკოლოგიის სფეროში დღეს არსებული ყველა ძირითადი სერვისი შეაფასა და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, როგორ შეიძლება ეტაპობრივად ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამების არსებითი გაუმჯობესება. მისიაში მონაწილე ექსპერტები შეფასების ძირითად შედეგებსა და რეკომენდაციებს დღეს, 24 ივლისს 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარადგენენ. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში. საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, ამოქმედებიდან ერთი წლის მანძილზე 3.3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 125 ბავშვისა და ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო, მათ შორის 58 შემთხვევაში - საზღვარგარეთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)