|
2019-12-13 16:49:08, 2087 ნახვა
ეკონომიკა
საბურთალოზე „სითი მოლში“ „მაკდონალდსის“ რესტორანი და „მაკკაფე“ გაიხსნა
საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას N70-ში მაკდონალდსის ახალი რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის „სითი მოლის“ მეოთხე სართულზე განთავსებული, მაკდონალდსის რიგით მეთექვსმეტე რესტორანი 200-ზე მეტ პერსონაზეა გათვლილი და მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ვერანდის ტიპის ღია სივრცეს. ახალი რესტორანი მომხმარებელს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ყოველდღიურად მოემსახურება. მაკდონალდსთან ერთად განთავსდა უკვე კარგად ნაცნობი და მომხმარებლებისთვის საყვარელი „მაკკაფეც“, რომელიც არომატული და პრემიუმ კლასის ყავის მრავალფეროვან ასორტიმენტს და უგემრიელესი დესერტების არჩევანს შესთავაზებს სტუმრებს. პირველი „მაკკაფე“ ვაკეში გაიხსნა და დღეისათვის თბილისში სამ ხოლო ბათუმში ერთ ლოკაციაზეა წარმოდგენილი. ახალი მაკდონალდსი სტუმრებს უმაღლეს სტანდარტებზე დაფუძნებული „მომავლის გამოცდილების“ პლატფორმით მოემსახურება. რაც გულისხმობს მომხმარებლის რესტორანში შესვლისთანავე სტუმართმოყვარეობის ლიდერის დახმარებას, მაგიდასთან მომსახურების სერვისს, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს შეკვეთის ზონაში ლოდინი აღარ სჭირდებათ და სასურველ პროდუქტს მაგიდასთან იღებენ. ასევე მოიცავს შესაკვეთ კიოსკებს, რომლებიც მორგებულია მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზე და მაქსიმალურად ფოკუსირდება მომხმარებლის კომფორტზე. „მაკდონალდს საქართველო“ ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა უმაღლესი სტანდარტების და ინოვაციების დანერგვის კუთხით. საქართველოს მაკდონალდსი ისეთ ქვეყნებს შორისაა მოწინავე, როგორებიცაა ავსტრია და პორტუგალია. „მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 16 ობიექტს მოიცავს.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)