01:11 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 18:44:42, 1581 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: ქვეყნის მთიანი რეგიონი განსაკუთრებით მდიდარია ბუნებრივი რესურსით

„ქვეყნის მთიანი რეგიონი  განსაკუთრებით მდიდარია ბუნებრივი რესურსით, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ მთაში დამატებითი ეკონომიკური აქტივობები შევქმნათ“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„მინდა ყველას მოგილოცოთ მთის დღე. საქართველოს ტერიტორიის ნახევარზე მეტი არის მთა და მას განსაკუთრებული მოპყრობა, განსაკუთრებული პოლიტიკა სჭირდება.  ჩვენ უკვე  გვაქვს ახალი კანონმდებლობა, მთის საბჭო, სახელმწიფო პროგრამები, რომელიც მთის განვითარებას ემსახურება. კარგი ტრადიციაა, მთის დღეს რომ აღვნიშნავთ და მთის შვილებს თბილისში ვმასპინძლობთ. ამისთვის მადლობას ვუხდი ქალბატონ მაია ცქიტიშვილს. მთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდობა.  ახალგაზრდების გარეშე მთა არაფერი არ იქნებოდა, არ ექნებოდა ის მომხიბვლელობა, ის სიცოცხლე, რომელსაც მათი მოღვაწეობა განაპირობებს. მე წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალგაზრდას. იმედი მაქვს, რომ ისინი და მთაში მცხოვრები კიდევ ბევრი ადამიანი ისარგებლებს იმ პროგრამებით, რომელიც მთაში ცხოვრების დონეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და განავითარებს.  ჩვენ, არაგვის ხეობაში, სწორედ ფშავ-ხევსურეთში, გვექნება ახალი დაცული ტერიტორია და ვფიქრობ, დამატებითი ეკოტურისტული ნაკადების მოზიდვას შევძლებთ, რაც ხეობას ეკონომიკური განვითარების  კუთხით ძალიან წაადგება. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ მთის დღეს!“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics