16:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 16:35:32, 1420 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს წყლის მოპოვების გამარტივებული წესით სარგებლობის ლიცენზიები გადასცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს დღეს მიწისქვეშა მტკნარი წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობები გადასცა.

ლიცენზიის წესების გამარტივება შესაძლებელი გახდა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რამაც გაამარტივა სამეწარმეო დანიშნულებით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურა.

ცვლილებების საფუძველზე 2019  წლის ბოლომდე 120-მდე მცირე მეწარმე გამარტივებული წესით მიიღებს წყლით სარგებლობის ლიცენზიას, რაც მათ სამეწარმეო საქმიანობის ოპერატიულად დაწყებაში დაეხმარებათ.

აღნიშნული ცვლილება განხორციელდა წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასულ წელს დაამტკიცა.

რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რესურსების მართვის პროცესში დამატებითი ღირებულების შექმნის ხელშეწყობა და რესურსების ეფექტიანი მართვაა, რაც გულისხმობვს წიაღისეულის საქართველოს ტერიტორიაზე გადამუშავების ხელშეწყობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics