|
2019-12-10 16:23:25, 1999 ნახვა
კომენტარი
ერქვანია - ივანიშვილმა მოითხოვა, ეკლესიაში არსებულ თემებს ტაბუ მოხსნოდა და პატრიატქის კრიტიკა მისაღები გამხდარიყო
„ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული ეკლსიისა და პატრიარქის მხარდამჭერი განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა“, - ამის შესახებ დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა, ეკლესიაში არსებულ თემებს ტაბუ მოხსნოდა და საზოგადოებისათვის პატრიარქის კრიტიკა მისაღები გამხდარიყო. „ხალხის უმეტესობა მომავალზე ხელჩაქნეულია, ყველგან სერიზული პრობლემები და სტაგნაციაა. ქვეყანაში ყოველდღიურად ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. სრული ქაოსი და გაურკვევლობაა. მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. ქვეყნისთვის ყველაზე დამანგრეველი კი ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაა. სამწუხაროდ ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ამიტომ დღეს, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული ეკლსიისა და პატრიარქის მხარდამჭერი განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მოითხოვა ეკლესიაში არსებულ თემებს ტაბუ მოხსნოდა და საზოგადოებისათვის პატრიატქის კრიტიკა მისაღები გამხდარიყო. უმრავლესობამ სხვადასხვა თანამდებობებზე ეკლესიისა და პატრიარქის მოძულეები აირჩია. ხელისუფლებამ ღირსებისა და ზნეობის დამცველები ბნელებად და მარგინალებად შერაცხა და ქვეყანაში მიმდინარე უზნეო და გარყვნილი ცხოვრების პროპაგანდას მხარდაჭერა გამოუცხადა. სადღეგრძელოებში გამოხატული ღვთის სიყვარული და პატრიარქის პატივისცემა, დღესასწაულებზე, კამერების წინ ეკლესიებში კელაპტრებით დგომა ფარისევლობაა. რწმენა მკვდარია საქმის გარეშე, ორი ბატონის მსახურება კი, შეუძლებელია“,- განაცხადა ალექსანრე ერქვანიამ. ცნობისთვის, ალექსანდრე ერქვანიამ დღეს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. დეპუტატმა გადაწყვეტილება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა, მათ შორის, სწორედ საპატრიარქოში მომხდარ სკანდალურ ამბებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)