|
2015-07-23 15:49:43, 1466 ნახვა
კომენტარი
ხადური: ჯაჭვლიანის გამონათქვამებმა ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ რეაგირების მექანიზმებზე ვერეფარს გეტყვით
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ვერ საუბრობს, დადგება თუ არა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე. როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯაჭვლიანის გამონათქვამებმა ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა რეაგირების მექანიზმებზე თავად ვერაფერს იტყვის. "თავისთავად ცხადია, ჯაჭვლიანის გამონათქვამებმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. რეაგირების მექანიზმებზე მე ვერაფერს გეტყვით",-აღნიშნა ნოდარ ხადურმა. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „მოგეხსენებათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ გვენატრება 37 მანეთიანი ბილეთები და ათ მანეთიანი ბოზები. ბატონო კაკო, ის 37 მანეთი მაშინ და ახლაც ჩემთვის 500 ევროიანი იყო. მე მსყიდველობით ვანგარიშობ. მე ბოზებში არასოდეს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო ათი მანეთის გადახდა, მე ათი მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა, თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარდზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ“,-განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)