02:55 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 17:38:07, 1825 ნახვა

კომენტარი
აბაშიძე - იმედი მაქვს, ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე მივიღებთ პასუხს, როდის მოგვარდება ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი

თუ კი რაიმე ბერკეტის ამოქმედება იყო შესაძლებელი, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია, ხვალ და ზეგ ჟენევაში გაიმართება შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ იქ მივიღებთ პასუხს თუ როდის მოგვარდება აღნიშნული საკითხი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

აბაშიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დროულად გათავისუფლებისთვის მაქსიმალური კეთდება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ვითარებაა. მეც მქონდა  კომუნიკაცია პრაღიდან ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან, მას შემდეგ რაც რუსი კოლეგის მხრიდან მოვისმინე, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებდნენ. მე მას ვთხოვე, რომ რაც ჩემთან ისაუბრა, ის ქართველი ჟურნალისტებისთვის ეთქვა და მან ეს კომენტარი გააკეთა. გავიდა გარკვეული პერიოდი, რამდენიმე დღეზე მეტი და სამწუხაროდ, ბატონი ვაჟა ჯერ არ არის განთავისუფლებული. გარწმუნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური კეთდება. თუ კი რაიმე ბერკეტის ამოქმედება იყო შესაძლებელი, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია. ხვალ და ზეგ ჟენევაში გაიმართება შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ იქ მივიღებთ პასუხს, თუ როდის მოგვარდება აღნიშნული საკითხი. რა თქმა უნდა ჩვენი სურვილი და მოლოდინია, რომ სწრაფად და უახლოეს დროში მოგვარდეს“, - ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics