|
2015-07-23 14:48:53, 421 ნახვა
საზოგადოება
აპრილ-ივნისში წინა წელთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ა.წ. აპრილ-ივნისში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ქვეყანაში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა და 133 205 ერთეული შეადგინა (25 905 პირველადი და 107 300 მეორადი ტრანზაქცია). რეესტრის ინფორმაციით, 2015 წლის მეორე კვარტალში ტრანზაქციების მთლიან რაოდენობაში 19.4%-ს პირველადი, ხოლო 80.6%-ს მეორადი ტრანზაქციები შეადგენდნენ. დაახლოებით მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის მეორე კვარტალშიც: 18.8% - პირველადი ტრანზაქციები და 81.2% - მეორადი ტრანზაქციები. „აშკარაა, რომ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით პირველადი ტრანზაქციების რაოდენობა ა.წ. მეორე კვარტალში 8.2%-ით, ხოლო მეორადი ტრანზაქციების რაოდენობა - 3.7%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა წინა კვარტალთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობაშიც: პირველადი ტრანზაქციების რაოდენობა 16.8%-ით, ხოლო მეორადი ტრანზაქციების რაოდენობა - 0.6%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში სარეგისტრაციო ტრანზაქციების მთლიანი რაოდენობა ა.წ. პირველ კვარტალთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა”, - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)