16:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 14:42:52, 2939 ნახვა

ეკონომიკა
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა.

 „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასასვლელად, უკვე არსებული ეკონომიკური სისტემის რამდენიმე კომპონენტი ერთდროულად უნდა შეიცვალოს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონის სამთავრობო უწყებამ, ბიზნესსექტორმა, აკადემიურმა სფერომ, ინვესტორებმა და მომხმარებლებმა ამ პროცესში მკაფიო როლი ითამაშონ და ხელი შეუწყონ სისტემის დანერგვას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული ნარჩენების შეკვეცას, საშიში ნივთიერებების წარმოებისა და მათი ზემოქმედების შემცირებას და კლიმატური ცვლილებების შერბილებას.

ცირკულარული ეკონომიკა არის ისეთი ეკონომიკური სისტემა, სადაც ბუნებრივი რესურსების მოხმარება ხდება ეფექტიანად, მასალებისა და პროდუქციის ღირებულება შენარჩუნებულია მათი წრებრუნვით მოხმარების გზით, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შემცირებულია.

კონფერენციას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, შვედეთის ელჩი საქართველოში ერიკ ილესი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის საბჭოს წევრი დარიუშ ედვარდ პრასეკი და სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics